სოფო კილაძემ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი, ოჯახებში არსებულ პრობლემებს გაეცნო და მათ დახმარებას დაპირდა.
სოფო კილაძემ დღესვე ბავშვებს საჩუქრად საგანმანათლებლო და სასკოლო ნივთები გადასცა.
მოგვიანებით, დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ნაძალადევის რაიონში, მის მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა და გაძლიერება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მუდმივად ვცდილობთ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში. უახლოეს მომავალში, ნაძალადევის რაიონში, არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იწყება, მათ შორის არის დასაქმების საპილოტე პროგრამა და უფასო იურიდიული დახმარების მიღება უბანშივე, რაც როგორც მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ნებირმიერ ადგილობრივ მაცხოვრებელს დაეხმარება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.