საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სოციალური აქციის ფარგლებში ანზორ ბოლქვაძე სოფელ დიდაჭარაში იმყოფებოდა

მაჟორიტარი დეპუტატები 27 მარტი 2020
სოციალური აქციის ფარგლებში ანზორ ბოლქვაძე სოფელ დიდაჭარაში იმყოფებოდა

კორონა ვირუსის პრევცენციის მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ აქციას აწარმოებს, რომლის ფარგლებში რისკ ჯგუფში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სურსათის დანაწილება ხდება ბინაზე მიტანით.

დღეს, აქციის ფარგლებში, ანზორ ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად სოფელ დიდაჭარაში იმყოფებოდა, სადაც მერაბ მელაძის და გურამ მელაძის ოჯახებს ესტუმრა და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადასცა.

აქციის ფარგლებში, სასურსათო კალათების დარიგება, ეტაპობრივად სხვადასხვა სოფლებშიც გაგრძელდება.