სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს.
კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ნაცვლად, აღნიშნულ თანამდებობაზე დავით კაჭარავას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის - „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“ მთავარ მომხსენებლად, კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე განისაზღვრა.