საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრა

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA) 17 დეკემბერი 2017
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრა

საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის შეხვედრა გაიმართა.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეამ და ბალტიის ასამბლეამ ერთობლივი განცხადება შეიმუშავა რომელსაც ხვალ, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიაზე  მოეწერება ხელი.

„შევთანხმდით ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც ხვალინდელ სესიაზე მოეწერება ხელი. ჩვენ ვაპირებთ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ბალტიისპირეთისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს შორის.  განცხადებაში ასახულია ბალტიისპირეთის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, - განაცხადა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, გიორგი მოსიძემ.

„ყველნი ვთანხმდებით, რომ ის საერთაშორისო სივრცე, რომელშიც ჩვენ ყველას, გარკვეული რესურსი გაგვაჩნია, ერთობლივად მოვახმაროთ საერთო ინტერესების გაძლიერებას  - ევროპული  მშვიდობის და პროგრესის ხელშეწყობას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღეს გამართულ შეხვედრაში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები და ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მონაწილეობდა.

საქართველოს პარლამენტიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიორგი მოსიძე, გიორგი გაჩეჩილაძე და გედევან ფოფხაძე.