საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თამარ ტალიაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 07 აპრილი 2021
თამარ ტალიაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილმა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გავცნობოდი ამ ახალგაზრდების საინტერესო ხედვებს თანამედროვე განათლების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მან შეხვედრაზე განათლების სისტემაში არსებულ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებსა და ტენდეციებზე ისაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები სამომავლო ურთიერთობების მიმართულებებზე შეთანხმდნენ.