დღეს, თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებს შეხვდა.
ლევან გაბრიაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის სამომავლო გეგმები გააცნო და ის კონკრეტული პროექტები წარუდგინა, რომელთა განხორციელებასაც თეატრი შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში წარმატებით შეძლებს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე საქართველოში, განსაკუთრებით კი, სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.