საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თეა წულუკიანი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა

მედია და საზოგადოება 09 თებერვალი 2021
თეა წულუკიანი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.