სასტუმრო თბილისი მარიოტში, საპარლამენტო ფრაქციამ - „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, კონსერვატორების ფრაქციის წევრმა - ნინო გოგუაძემ, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტების მონაწილეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ კონსერვატიული პარტიის სტრატეგიის შესახებ იმსჯელა.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესება მუდმივი ზრუნვის საკითხი უნდა იყოს ქვეყანაში და ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული რამდენად ეფექტიანად და სწრაფად წარიმართება ეს პროცესი. კონსერვატიულმა პარტიამ დაიწყო თავის სტრატეგიაზე მუშაობა. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით როგოც საპარლამენტო დონეზე, ასევე ადგილობრივ საკრებულოებში შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ სახელმწოფო პოლიტიკის განვითარების პროცესებში. ეს რთული პროცესია და მოითხოვს მაღალ საზოგადოებრივ ჩართულობას. ამიტომ, ჩვენ ვიმუშავებთ, როგოც აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.