უმრავლესობისა და „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპალამენტო ფრაქციის წევრებმა სტუდენტებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნეს. საკანონმდებლო ინიციატივა ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შრომის კოდექსის“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერებას და აღნიშნული საკითხის მიმოხილვას შრომითი ურთიერთობის ჭრილში.
ფრაქციის წევრებმა, სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში, განიხილეს „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საპალამენტო ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივა და სტაჟირების ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზებზე იმსჯელეს.