„საქართველო ევროპაა“ - ასეთი სახელწოდებით გაიმართა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების" ინიციატივით პარლამენტის კინოდარბაზში.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა კიდევ ერთხელ აქცენტების გაკეთება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ ღირებულებებს და რა უნდა გავაკეთოთ, რომ გაგვიადვილდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრობა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ კონფერენციაზე საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის ისტორიულ გამოცდილებაზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, რომელმაც ასევე საქართველოს ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქართული ტოლერანტობის და საქართველო-ევროპის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შესახებ.
კონფერენციის მონაწილეებმა, მეცნიერებმა და სტუდენტებმა მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს ევროპული მისწრაფების, საქართველო - ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ისაუბრეს თემაზე - „ევროპა და გლობალური ინფორმაციული საზოგადოება: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის“ და „საქართველოს ისტორია ევროპაში“.
კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია.