საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, მიხეილ შაყულაშვილს და გიორგი გაბოძეს მოუსმინეს

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 23 ივლისი 2018
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, მიხეილ შაყულაშვილს და გიორგი გაბოძეს მოუსმინეს

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეთორმეტე სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

მთავარი პროკურატურის სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ შაყულაშვილმა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გაბოძემ კომისიას მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მათი სამსახურებრივი პოზიციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მიხეილ შაყულაშვილი 2018 წლის 22 თებერვლამდე ქალაქ თბილისის პროკურორის თანამდებობას იკავებდა, გიორგი გაბოძე კი იმავე პერიოდში თბილისის პროკურორის მოადგილე იყო. 

კომისია რამდენიმე საათის განმავლობაში ისმენდა მიხეილ შაყულაშვილისა და გიორგი გაბოძის ახსნა-განმარტებებს და მათ პასუხებს კომისიის წევრთა მრავალრიცხოვან შეკითხვებზე. 

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიის მორიგი სხდომა ოთხშაბათს 11 საათზე გაიმართება, სადაც მთავარი პროკურატურის დანარჩენ წარმომადგენლებს გამოკითხავენ.