2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მერვე სხდომა გამართა.
კომისიის წევრებმა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ირაკლი ფიფიას ოფიციალური ახსნა-განმარტები მოისმინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა კითხვებს უპასუხეს და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დღესვე, დროებითი საგამოძიებო კომისიის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
კომისია მუშაობას შაბათს, 7 ივლისს, კვლავ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა ბედოიძის, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლ ირაკლი ფიფიას ოფიციალური ახსნა-განმარტების მოსმენით გააგრძელებს. იმავე დღეს დაგეგმილია შესაბამისი სკოლების წარმომადგენელთა მოსმენა.