ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის რეკომენდაციებისა და საორგანიზაციო საკითხების შესახებ იმსჯელეს.
ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიების, ხოლო მეორე - ერთ-ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.
კომისიის გადაწყვეტილებით, რეკომენდაციების განხილვა ორშაბათს, 2 ივლისს გაგრძელდება.
სერგი კაპანაძის განცხადებით, ორშაბათს კომისია გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, შალვა ბედოიძეს და ზვიად კუპრავას მოუსმენს.