საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ბალტიის ასამბლეის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

მედია და საზოგადოება 21 მაისი 2015
ბალტიის ასამბლეის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

21-22 მაისს, ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ იურბარკასში გაიმართება ბალტიის ასამბლეის ეკონომიკის, ენერგიისა და ინოვაციების და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივი სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ბალტიის სამივე რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები შესაბამისი კომიტეტებიდან, ექსპერტები სამინისტროების დარგობრივი უწყებებიდან და ქალაქ იურბარკას მერი. 

კომიტეტის დღის წესრიგი შეეხება ბალტიის რეგიონში ტურიზმის ერთობლივი კონცეფციის შემუშავებას. დეპუტატები ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ტექნოლოგიების და პროექტების იმპლემენტაციის საკითხებზე და განიხილავენ ამ კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სუამის საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ნოდარ ებანოიძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციიდან და ივან კრულკო - უკრაინის საპარლამენტო დელეგაციიდან.