საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, პიეტრო გრასოს და იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს, ლაურა ბოლდრინის იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
წერილში პარლამენტის თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს იმ ტრაგიკული მოვლენების გამო, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად განვითარდა. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს იტალიელ კოლეგებს, მიწისძვრით დაზარალებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.