პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს შეხვდნენ.
ანრი ოხანაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდებს გააცნო, ზოგადად პარლამენტის და კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკა, კანონპროექტების მიღების პროცედურები, უპასუხა მათ კითხვებს. ახალგაზრდებს მრავალი საკითხი აინტერესებდა, მათ შორის, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის კონკრეტული ასპექტები, ბავშვთა კოდექსი და სხვა.
ანრი ოხანაშვილმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს წარმატებები უსურვა სწავლაში და სამომავლო საქმიანობაში.