საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და ისკო დასენი იეზიდების მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარესა და სხვა წევრებს შეხვდნენ.
კონგრესის წარმომადგენლებმა, ქართველ კანონმდებლებს იეზიდების მსოფლიო კონგრესის დაფუძნებისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. როგორც აღინიშნა, გერმანიაში დაფუძნებული იეზიდების მსოფლიო კონგრესმა, აირჩია კომიტეტი, რომლის წევრსაც საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი წარმოადგენს.
შეხვედრაზე სტუმრებმა მსოფლიოში იეზიდთა მდგომარეობასა და მათ პრობლემებზე ისაუბრეს. კონგრესის წარმომადგენლებმა ერაყში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზეც გაამახვილეს ყურადღება რასაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.
კონგრესის კომიტეტის წევრები შეხვედრებს მართავენ და გეგმავენ თანამშრომლობას, იმ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც იეზიდები ცხოვრობენ. როგორც აღინიშნა, სწორედ ეს არის კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი.
გიორგი ვოლსკის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იეზიდური საზოგადების ერთობას საქართველოში და მათ მიმართ სახელმწიფოს პოზიტიურ დამოკიდებულებას.