პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე „ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის" პროფესორს მაიკლ კიმაჯს შეხვდა.
პროფესორი მაიკლ კიმიჯი, რომელიც 2014-17 წლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის შტაბის მკვლევარი იყო, საქართველოში სადოქტორო პროგრამების განვითარების პროექტის ფარგლებში იმყოფება.
პროექტს აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ახორციელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს განათლების სისტემაში სადოქტორო პროგრამების განვითარების პერსპექტივებს, ამ სფეროში საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და ასევე აშშ-ის საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას.