პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა, სტუმარს გააცნო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტუქტურული მოწყობა, ფუნქციები, გამოწვევები, მიმდინარე პროგრამები და მონიტორინგს შედეგები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობას შემდეგი მიმართულებით:
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აღუთქვა დახმარება სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამების მხარდაჭერასა და წარმოჩენაში სამთავრობო დონეზე უფრო მეტი პოპულარიზაციის მიზნით.
შეხვედრის ბოლოს, ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ცენტრის თანამშრომლებს ეფექტური მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა.