ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როსარია პულისთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრები გამართა.
კომისიის თავმჯდომარემ მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებაზე ესაუბრა და კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გეგმები გააცნო.