საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ირაკლი ბერაიამ ევროპელ დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ ქევეყანაში განვითარებული მოვლენები, შევეხეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს. ბატონმა ურსემ, როგორც ერთ-ერთმა ფასილიტატორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 8 მარტისშეთანხმებაში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.