პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს, ევროკავშირის პროექტის -„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ წარმომადგენლებს შონ რეინოლდს, ფერდინანდ პოტოს და ალექსანდრე გვარჯალაძეს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო ევროკავშირის პროექტში დაგეგმილ ღონისძიებებს: კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტურ კონტროლსა და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აუდიტის სამსახურის საქმიანობის სრულყოფისთვის საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა, რისთვისაც მნიშვნელოვანია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდან საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელებაში ხელშეწყობა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ ორწლიანია და მისი განხორციელება საქართველოში 2017 წლის მაისში დაიწყო.
პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმს GFA Consulting Group GmbH და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ხელმძღვანელობს.