ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ისკო დასენი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიულ ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.
სუბარი შეეხო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების საკითხებს და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა სულ უფრო ინტენსიური ხდება.
„საქართველოსა და ბელარუსს შორის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ორი მხარემ აღვნიშნეთ, რომ ეს ურთიერთობები ახლა სულ უფრო ინტენსიური ხდება და პოზიტიურად ვითარდება. ვისაუბრეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. შევთანხმდით, რომ მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ბელარუსში საქართველოს მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება, რაც ხელ უწყობს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ისკო დასენმა.