საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კახაბერ კუჭავა პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

ღონისძიებები 30 ოქტომბერი 2017
კახაბერ კუჭავა პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა დღეს პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა.

მან კომიტეტის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ქვეყნის ეკონომიური განვითარების პროცესში გარემოს დაცვის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება.

კახაბერ კუჭავამ ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოება გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას, რა როლს ასრულებს ამ პროცესში საქართველოს პარლამენტი და კონკრეტულად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. მისი თქმით, მეწარმეობის განვითარების პროცესში აუცილებელია დაცული იყოს გარემოზე ზეგავლენის შეფასების სტანდარტები, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

კახაბერ კუჭავამ ისაუბრა ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რაც ამ სფეროში ჯერ კიდევ არსებობს, ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე თუ სხვა. მან ახალგაზრდებს გააცნო კომიტეტის მიერ დაგეგმილი პროექტები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.