საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ლევან კობიაშვილი გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სპორტის კომიტეტი 06 მარტი 2019
ლევან კობიაშვილი გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ლევან კობიაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაზრდილი დინამიკა დადებითად შეაფასეს. აღინიშნა, რომ სხვადასხვა მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად ვითარდება, რასაც მოწმობს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ორმხრივი ვიზიტები და საქმიანი შეხვედრები. 

შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების საკითხები განიხილეს, რომლის მიხედვითაც, გერმანელი და ქართველი ახალგაზრდები საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტის მიმართულებებით გერმანიასა და საქართველოში ორმხრივ ვიზიტებს განახორციელებენ.