საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი სინგაპურის პარლამენტში სინგაპურის რესპუბლიკის სოციალური და ოჯახის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

ფრაქციები 30 აგვისტო 2019
მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი სინგაპურის პარლამენტში სინგაპურის რესპუბლიკის სოციალური და ოჯახის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, შეხვედრა გამართეს სინგაპურის პარლამენტში სინგაპურის რესპუბლიკის სოციალური და ოჯახის განვითარების კომიტეტის თავჯდომარე სიან კიან პენგთან და განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან დენისე პუასთან.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს სინგაპურელ კოლეგებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ წარდგენლი რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხებოდა.

მხარეებმა განიხილეს სინგაპურის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომლის შედეგადაც სინგაპურმა უზრუნველყო სწრაფი და ინკლუზიური განვითარება.

სინგაპურის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებით განათლებისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმირების პროცესში.

ეს იყო პირველი შეხვედრა ქართველ და სინგაპურელ პარლამენტარებს შორის. მხარეებმა გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა სამომავლოდ გააქტიურონ ძალისხმევა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მიმართულებით.