საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ოთარ დანელია და მახირ დარზიევი კომპანია „გუბრეთაშის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

აგრარულ საკითხთა კომიტეტი 16 იანვარი 2018
ოთარ დანელია და მახირ დარზიევი კომპანია „გუბრეთაშის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის წევრი მახირ დარზიევი თურქულ კომპანია „გუბრეთაშის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომპანია თურქეთში სასოფლო-სამეურნეო პრეპარატებს აწარმოებს და მისი წარმომადგენლების სურვილია, რომ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანასთანაც დაამყარონ კავშირი. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტუმრები დაინტერესებული არიან საქართველოში თავიანთი წარმოების განვითარებით, ფერმერებთან საგანმანათლებლო და სადემონსტრაციო პროექტების განხორციელებით. იმედი გამოითქვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.