საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რომან კაკულია ტაილანდის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 26 ნოემბერი 2018
რომან კაკულია ტაილანდის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ტაილანდის პარლამენტის ეკონომიკის, ფინანსებისა და მონეტარულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ეკონომიკური განვითარების მოდელზე და იმ გამოწვევებზე, რაც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფონზე საქართველოს ეკონომიკის წინაშე დადგა.

სტუმრები დაინტერესდნენ, დაბალი გადასახადების პირობებში, როგორ ხდება საქართველო სოციალური დაცვის პროგრამებისათვის სათანადო თანხების აკუმულირება.

ტაილანდელი პარლამენტარები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული კონკურენტული გარემოთი და იმ უპირატესობებით, რითაც ინვესტორი შეიძლება დაინტერესდეს.

ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობიდან და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.

რომან კაკულიამ სტუმრებს გააცნო ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკის სფეროში არსებული რესურსები და შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, წყლის რესურსებისა და სოფლის მეურნეობაში არსებულ პოტენციალს.

ტაილანდელმა პარლამენტარებმა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტაილანდში მიიწვიეს, სადაც მომავალ წელს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით არსებული გამოცდილებების გაზიარების მიზნით, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პარლამენტარების ფორუმი გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წვრი ლევან კობერიძე.