ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრებს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვდა.
მხარეებმა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო სისტემაზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.
„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, დემოკრატიის მიმართულებით არსებული გამოწვევები, ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლოს პრობლემებზე, მომავალ არჩევნებზე, ახალ საარჩევნო სისტემაზე და ასევე, ქვეყნის წინაშე მდგარ ეკონომიკურ გამოწვევებზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.