პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე საქართველოში სასწავლო ვიზიტად მყოფ არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის წევრმა სტუმრებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდა და უსაფრთხოების, ოკუპაციის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრა.
თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებით დაინტერსედნენ. სერგი კაპანაძემ სტუმრებს „ევროპული საქართველოს“ ხედვები და პოლიტიკური შეხედულებები გააცნო.