საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი წერეთელი პოლონეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 28 აპრილი 2017
ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი წერეთელი პოლონეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი წერეთელი პოლონეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მალგოჟატა გოშიევსკას შეხვდა. 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყნის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო აქტივობებზე და შემოდგომაზე გასამართ ადგილობრივ არჩევნებზე.

„სტუმარი დაინტერესდა, რა ხდება საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ ,იმ საკითხებზე, რაც ეხება საარჩევნო სისტემას, პრეზიდენტის არჩევნებს, ოჯახის განმარტებას კონსტიტუციაში და ა.შ. გავაცანი ჩვენი მოსაზრებები რას ვეთანხმებით და რას არ ვეთანხმებით. ვისაუბრეთ ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე, ხელისუფლებასთან ურთიერთობებზე, რა ინიციტივები გვაქვს პარლამენტში, როგორ მიმდინარეობს ახალი პარტიის განვითარება და რა გეგმები გვაქვს ადგილობრივი არჩევნებისთვის“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი წერეთელმა.

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის მალგოჟატა გოშიევსკასთან შეხვედრას ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.