ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებს შეხვდა.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე, რადგან ამ თვალსაზრისით ევროპარლამენტის მომხსენებლის პოზიცია მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენთვის. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებსა და სამწუხარო ტენდენციებს. დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორები ინფორმირებული არიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. იმედი მაქვს, რომ მათი დასკვნა საქართველოსთვის პოზიტიური იქნება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.