საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ შეხვედრა აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯის (US National War College - NWC) წარმომადგენლებთან

ევროპული საქართველო 05 აპრილი 2019
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ შეხვედრა აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯის (US National War College - NWC) წარმომადგენლებთან

პარლამენტში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები დღეს აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯის (US National War College - NWC) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას შეეხო.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არსებულ სიტუაციაზე, საგარეო პოლიტიკის ეროზიაზე და ქვეყნის შიგნით ოკუპანტი სახელმწიფოს სხვადასხვა გავლენის აგენტების საქმიანობის ტაქტიკაზე“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანმა, გიორგი კანდელაკმა.