საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აჭარის რეგიონში მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე 23 აგვისტო 2019
საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აჭარის რეგიონში მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები კობა ნაკაიძე და ფატი ხალვაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატესა და ხუცუბანის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

სოფლის მაცხოვრებლებს შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.