ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ისაუბრეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაში და ისაუბრეს შემდგომ ნაბიჯებზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობა ამ ახალ ეტაპზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ტელეკომპანია რუსთვი2-ის საქმეს და ხვალ დაგეგმილ სასამრთლო პროცესს.
ელჩი დაინტერესდა პარტია „ევროპული საქართველოს“ სამომავლო გეგმებით. დავით ბაქრაძემ და იანოშ ჰერმანმა ისაუბრეს პარტიის მომავალ თანამშრომლობაზე როგორც ადგილზე, ევროკავშირის მისიასთან, ასევე ბრიუსელში ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან.