საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარაში მოქმედ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
დეპუტატმა ერთობლივი ანგარიში მოისმინა რეგიონში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და რეკომენდაციებზე.
ილია ნაკაშიძე კომპეტენციის ფარგლებში მათ არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
დღევანდელი შეხვედრა ა(ა)იპ „შშმ პირთა უფლებებისთვის“ ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა.