საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზურაბ აბაშიძე ოფიციალური ვიზიტით ტალინში იმყოფება. ზურაბ აბაშიძე 15-16 მაისს ბალტიის ასამბლეის მიერ მოწყობილ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ეძღვნება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროგრესზე ევროინტეგრაციისაკენ და იმ განხორციელებულ ცვლილებებზე რაც ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელდა.