ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები სოფო კილაძე და გუდრონ კუგლერი ერთმანეთს ონლაინ ფორმატში ესაუბნენ.
კოლეგებმა დისტანციურ შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის პანდემით გამოწვეული სირთულეები მიმოიხილეს და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.
სოფო კილაძემ ავსტრიის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს, ბავშთა დახმარების ცხელი ხაზის -111 შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - დასაქმების ხელშეწყობის აქტი გააცნო, რომელიც ავსტრიულ-გერმანულ მოდელს ეფუძნება.