28-29 იანვარს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სხდომები გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია კომიტეტების მუშაობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინა ფრუიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.
ირინა ფრუიძის თანაავტორობით შემუშავებულია რეზოლუციის პროექტი თემაზე: „სოლიდარობა და დაახლოება ენერგეტიკის სექტორში - რეგულირებისაკენ“.
გარდა ამისა, წელს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დებატები გაიმართება შემდეგ თემებზე:
ასამბლეის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წევრები: სერგი კაპანაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე და სალომე სამადაშვილი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელორუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება.
ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.