საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიგი წერეთლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 20 Dec 2018
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიგი წერეთლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის და მანანა ქუთათელაძის თანაავტორობით მომზადებული წიგნის - „თბილისის ტაძრები და რელიგიური ნაგებობები“ პრეზენტაციას უმასპინძლა.

წიგნში მოცემულია ძველი თბილისის საზღვრებში არსებული ყველა კონფესიის 150-მდე ტაძარი, რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობა და ისტორიული ძეგლები. მკითხველს საშუალება ეძლევა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გაეცნოს რელიგიური შენობების ისტორიას და კულტურულ ღირებულებას. წიგნის პრეზენტაციაზე მოწვეულ საზოგადოებას პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა მიმართა.

„წიგნი ეხება ჩვენს ისტორიას, თბილისის ძველ ისტორიას და იმ მრავალკონფესიურ, ტოლერანტულ გარემოს, რომელიც ჩვენ ქალაქში ყოველთვის იყო. სამწუხაროდ ბევრი ძეგლი განადგურდა და ძველი თბილისის არქიტექტურის ფაქტურამ და ტექსტურამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგრამ ჩვენ, წიგნის ავტორები, შევეცადეთ იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ გვქონდა, საშუალება მოგვცა შეგვედგინა წიგნი, რომელიც საინტერესო იქნება როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე ტურისტებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა მიმართეს და წიგნში მოცემული მასალების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.