საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ვლადიმერ კახაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 27 ივნისი 2019
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ვლადიმერ კახაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს პარლამენტის ახალარჩეული წევრის, ვლადიმერ (ლადო) კახაძის უფლებამოსილების საკითხი განიხილა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კოლეგებს გააცნო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსული „საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი“ და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვლადიმერ კახაძის პირად მონაცემებს მოიცავს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკითხს, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინება დასამტკიცებლად.