საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

მედია და საზოგადოება 06 მაისი 2015
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და კომისიის წევრებმა გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის პარლამენტის ეზოში აშენდა 4 დროებითი ნაგებობა, სადაც განთავსდება მედიაცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები. ყოველწლიური შეხვედრისთვის საჭირო ყველა სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი საკომუნიკაციო სისტემებით და საოფისე ინვენტარით. შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა აგრეთვე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშიც.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა.

EBRD-ის საერთაშორისო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.