საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ, კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
სერგი კაპანაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მასზე პარტნიორების მხრიდან რეაგირებაზე ისაუბრა.
სერგი კაპანაძის განცხადებით, უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს „არაფორმალური მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია", ასევე, „წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობა და ამომრჩევლის მოსყიდვა".
განსაკუთრებულ გამოწვევად იქნა დასახელებული „ქვეყანაში პრორუსული და ექსტრემისტული ძალების გაძლიერება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დამოუკიდებელ მედიაზე შეტევის გზით".
სერგი კაპანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.