საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე სარფის სანაპიროზე გამართულ სახალხო დღესასწაულს „კოლხობას“ დაესწრო.
„კოლხობას“ საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც „ქვაომხაზობის“ სახელით ჩატარდა.
1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე „კოლხობის“ სახელით იმართება.
სანაპიროზე ტრადიციულად გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლებისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. სტუმრებს ადგილობრივები ლაზური კერძებით გაუმასპინძლდნენ.