საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ნიკოლაიშვილი, სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება.
დეპუტატი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ, რიგით 28-ე სესიაში მონაწილეობს.
სესიის დასკვნით დღეს, იგი, ასევე, დაესწრება ეუთო-ს საპარლამანტო ასამბლეის პრეზიდენტის ყოველწლიურ არჩევნებს.
რამაზ ნიკოლაიშვილი ღონისძიებაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანთან - ასაფ გაჯიევთან ერთად, საერთაშორისო სამდივნოს მიწვევით იმყოფება.