საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირინე ფრუიძემ ახალგაზრდობის საკითხებზე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან გაეროს სააგენტოების და ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სპორტის კომიტეტი 25 ივლისი 2019
ირინე ფრუიძემ ახალგაზრდობის საკითხებზე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან გაეროს სააგენტოების და ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ირინე ფრუიძემ ახალგაზრდობის საკითხებზე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტ მაქსიმილიან ფრასთან, გაეროს სააგენტოებისა და ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ იმ კვლევის შუალედური შედეგები, რომელიც დაიწყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით, ეს შეეხება ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შედეგების შეფასებას და ამ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ უკვე ვიმუშავებთ სახელმწიფო ახალგაზრდულ კონცეფციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ კონკრეტულად რა გაკეთდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით, რა შედეგები მივიღეთ ამ საქმიანობის საფუძველზე, რა გამოწვევები იყო, რა არის ამის მიზეზი და ამის მიხედვით დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები,“ - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით და საქართველოს გაეროს სააგენტოებისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შეფასებისთვის მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, რისთვისაც ტარდება საქართველოში არსებული პრაქტიკების კვლევა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.