საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ტრენინგები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომლებისთვის

სასწავლო ცენტრი 27 აპრილი 2021
ტრენინგები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომლებისთვის

პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომლებისთვის დაიწყო ტრენინგები,  რომელთა თემებიც შერჩეულია ბიუროების თანამშრომელთა საქმიანობის გათვალისწინებით, კერძოდ: 1. ელექტრონული საქმისწარმოება პარლამენტში; 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი; 3. საფინანსო საკითხები; 4. სახელმწიფო შესყიდვები.

27 აპრილს ჩატარდა პირველი ტრენინგი - ელექტრონული საქმისწარმოება პარლამენტში.

ტრენინგს უძღვებოდა პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი ხათუნა უზნაძე.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: ელექტრონული დოკუმენტბრუნვა პარლამენტში; დოკუმენტაციის რეგისტრაცია, მართვა და საიდუმლო საქმისწარმოება;

მოქალაქეთა მომსახურებისა და დოკუმენტაციის მონიტორინგი.

ტრენინგი ჩატარდა ვებექსის (Webex) ონლაინპლატფორმის მეშვეობით და ესწრებოდნენ ყველა მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომლები.