საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ვებინარი - „ელექტრონული სწავლების პრინციპები, პრეზენტაცია და მოდერაცია“

სასწავლო ცენტრი 18 დეკემბერი 2020
ვებინარი - „ელექტრონული სწავლების პრინციპები, პრეზენტაცია და მოდერაცია“

პარლამენტის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით პარლამენტის შიდა ტრენერებისთვის ჩატარდა ვებინარი - „ელექტრონული სწავლების პრინციპები, პრეზენტაცია და მოდერაცია“.

მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:

  • ელექტრონული სწავლების მიზნები, გამოწვევები და შესაძლებლობები
  • ელექტრონული სწავლების ტიპები და სასწავლო კურსის ფორმატები 
  • ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტები - მიკროსწავლების თანამედროვე მიდგომა (Microlearning, bite-size learning)

ვებინარს უძღვებოდა ელექტრონული სწავლების ეროვნული სპეციალისტი მაია ხოსიტაშვილი.