საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზაზა გაბუნია ანა დოლიძის განცხადებას მიესალმება

მედია და საზოგადოება 26 იანვარი 2017
ზაზა გაბუნია ანა დოლიძის განცხადებას მიესალმება

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზაზა გაბუნია მიესალმება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.

ზაზა გაბუნია: „მინდა მივესალმო ქალბატონი ანა დოლიძის, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული წინადადებების განხილვისთვის მზადყოფნის გამოხატვას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ნიშნავს მათ მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, ეს ცალსახად სწორი გზავნილია ადმინისტრციის მხრიდან, რადგან პრეზიდენტის ამა თუ იმ ფორმით საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მონაწილეობა მხოლოდ კარგია“.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, როგორც კი ჩამოყალიბდება კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს მათ და ჩაერთვება შესაბამის განხილვაში.