პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვდა.
მხარეებმა, შეხვედრისას დიასპორის საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს და ამ მიმართულებით პარლამენტის როლსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის, როგორც აღმასრულებელი ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ასეთი ინტენსიური ურთიერთობა. ახლადდანიშნული მინისტრი არის დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელთანაც ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, როგორ შეიძლება საქართველოს პარლამენტმა ამაში მონაწილეობა მიიღოს და რა გაცვლითი პროგრამები შეიძლება გვქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ეთნიკურად ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები და აზერბაიჯანსაც ჰყავს ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ შეხვედრისას სწორედ ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, სავალან მირზოევი, მახირ დარზიევი, რუსლან გაჯიევი მონაწილეობდნენ.